მოცულობა:30მლ
ნიაცინამიდი 10% + თუთია 1% არის წყალზე დაფუძნებული შრატი, რომელიც რეგულარული გამოყენებისას ანათებს, არბილებს კანს და აძლიერებს მის დამცავ ბარიერს. შეიცავს ნიაცინამიდის (ვიტამინი B3) მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ამცირებს გაფართოებულ ფორებს, აუმჯობესებს კანის დატენიანებას და ხელს უშლის პიგმენტაციის წარმოქმნას, რაც ხშირად ჩნდება აკნეს დერმატოლოგიური მკურნალობის დროს. თუთია PCA, აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს და ამცირებს ჭრილობების შეხორცების დროს. შრატი შესანიშნავად მოქმედებს პიგმენტაციასა და გამონაყარზე. კოსმეტიკურ პროდუქტს აქვს pH 5,5-დან 6,5-მდე.
ნიაცინამიდი 10% + თუთია 1% შრატი არ არის აკნეს სამკურნალო საშუალება. ქრონიკული აკნეს პრობლემების შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ მიმართოთ ექიმს მკურნალობის ვარიანტებთან დაკავშირებით. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია აკნეს მკურნალობასთან ერთად დამატებითი დადებითი შედეგებისთვის.